გორში საამქრო დაიწვა

გორში საამქრო დაიწვახანძარი გორში – ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე, ერთსართულიანი კაპიტალური ხის გადამამუშავებელი საამქროს შენობის სასხვენო გადახურვას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დაახლოებით 30 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.