გურჯაანში ცოლ-ქმარს ჩხუბის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ

გურჯაანში ცოლ-ქმარს ჩხუბის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათგურჯაანში მშობლებს კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა. ამჯერად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მშობლები კი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

ტვ გურჯაანი