“ირინოლასთან სექსი მქონდა და ის ამით ცდილობდა ნდობის მოპოვებას” – ვინ არის აგენტ-პროვოკატორი ირინოლა ერისთავი

"ირინოლასთან სექსი მქონდა და ის ამით ცდილობდა ნდობის მოპოვებას" - ვინ არის აგენტ-პროვოკატორი ირინოლა ერისთავირადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა სტატია აგენტ-პროვოკატორ ირინოლა ერისთავის შესახებ.

ირინოლა ერისთავი გამოგონილი სახელია, ერთ-ერთი სხვა რამდენიმე სახელიდან, რომლითაც ირინოლა სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობს. რადიო თავისუფლებამ ქალის ნამდვილი სახელი, გვარი და სხვა პერსონალური მონაცემები დაადგინა, მაგრამ სტატიაში მას ირინოლა ერისთავად მოიხსენიებს.

ირინოლა საინტერესოდ მოსაუბრე ქალია, ვულგარული ჩაცმულობით, ძვირფასი აქსესუარებით და უცნაურად მოხატული ფრჩხილებით, მსხვერპლს მახეში ინტიმური ურთიერთობით აბამს.

სტატიაში რამდენიმე საქმეზეა საუბარი. გთავაზობთ ერთ მათგანს.

პირი შიდა ქართლში საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. თანამდებობაზე კონკურსით შეირჩა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ საკონკურსო ადგილით „ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსანთან დაახლოებული პირი იყო დაინტერესებული.

პირი თბილისში დაიბარეს და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. მან უარი თქვა და გათავისუფლების შემთხვევაში სასამართლოში ჩივილით დაიმუქრა. რამდენიმე თვეში მამაკაცს ირინოლა უცხოელი ბიზნესმენის მენეჯერად გაეცნო. ქალმა უთხრა, რომ უცხოელს ინვესტირება სურდა.

„მასთან მე მქონდა მისივე ინიციატივით სექსუალური ურთიერთობა და იგი სწორედ სექსუალური ურთიერთობით ცდილობდა ჩემთან კარგ ურთიერთობას და ნდობაში შემოსვლას. იგი არის საშუალოზე ოდნავ მაღალი, მოგრძო პირისახით, მუქი ფერის თვალებით, ვულგარული ჩაცმულობით, გრძელი მოხატული ფრჩხილებით… ჩემი ინფორმაციით, იგი არის აგენტი პროვოკატორი და არაერთ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული”, – ასე აღწერა  მსხვერპლმა ირინოლა ერისთავთან ურთიერთობა.

მამაკაცი 10.000 ლარზე მეტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამბობს, რომ თანხა არ მოუთხოვია და აგენტის პროვოცირების მსხვერპლი გახდა. 11-წლიანი პატიმრობის შიშით საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდა. საბოლოოდ,  2 წელი და 10-ათასლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს.

რადიო თავისუფლება ირინოლა ერისთავს ტელეფონით დაუკავშირდა:
– ჩვენი ინფორმაციით, თქვენ, დაახლოებით, 10-მდე ადამიანის სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებთ…

– არა, რას ამბობთ! არ გაქვთ სწორი ინფორმაცია.

– იქნებ შევხვდეთ და დავაზუსტოთ?

– რატომ უნდა შევხვდეთ. მე არ მცალია, მივლინებაში ვარ.

– თქვენ ფინანსურ პოლიციაში მუშაობთ? სუს-ში მუშაობთ?

– არა, რას ბრძანებთ. პირველად მესმის თქვენგან.

– იცით, რომ სხვადასხვა საქმეში მონაწილეობთ როგორც მოწმე.

– რა თქმა უნდა, არა. პირველად მესმის.