ირლანდიაში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეჩერდა

ირლანდიაში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეჩერდაირლანდიის რესპუბლიკაში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეჩერდა.

ირლანდიის იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული კომიტეტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ნორვეგიაში ვაქცინირებულ ზრდასრულ ადამიანებში სისხლის შედედების არაერთი გამოვლინება გახდა.

გასულ კვირას ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება უსაფრთხოების მიზნით, დანიასა და ნორვეგიაშიც მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გააჟღერა ინფორმაცია ”თრომბოემბოლიური მოვლენების” 30 შემთხვევის დაფიქსირების შესახებ იმ 5 მილიონ ადამიანს შორის, რომლებიც ევროპაში ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრნენ.

ამასთან, ევროპის მედიკამენტების სააგენტო აცხადებს, რომ ვაქცინაციის უპირატესობა აღემატება ვაქცინაციით გამოწვეულ რისკებს და ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია.

იპნ