კალაძე – “დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, კლინიკაში გამოკვლევებზე ვარ”

კალაძე - "დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, კლინიკაში გამოკვლევებზე ვარ"კახა კალაძე ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე!“, – წერს კალაძე.

პროგრესნიუსი