კასპში პოლიციელი აქიფ მაჰმუდოვი 10-მა კაცმა ცემა

კასპში პოლიციელი აქიფ მაჰმუდოვი 10-მა კაცმა ცემა7 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ჯგუფური ანგარიშწორება განხორციელდა პოლიციელზე, რომელშიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები ფიგურირებენ.

პოლიციელს 10-მდე კაცი სასტიკად გაუსწორდა. სამართალდამცველმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

პოლიციელი აქიფ მაჰმუდოვი კლინიკიდან 10 მარტს გამოწერეს.

პოლიციელს თავს დაესხნენ “ოცნების” კოორდინატორის ნათესავები, რომლებსაც სამართალდამცველმა შენიშვნა მისცა მანქანით დიდი სიჩქარით გადაადგილების გამო.

პოლიციელზე თავდასხმის გამო დაკავებული ორი პირი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს.  დაზარალებული პოლიციელი იგოეთის განყოფილებაში მუშაობს.

“მე რამდენადაც მითხრეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. საავადმყოფოში შემოყვანიდან მოგვიანებით, დამძიმდა მისი მდგომარეობა. გამოეხატა თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა.

როცა ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაითიშა, ცნობიერება არ ჰქონდა. შემოსვლისას ჰქონდა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და მარცხენა თვალ-ბუდის არეში დიდი ზომის სისხლნაჟღენთი.

სიმპტომებიდან გამომდინარე, გადავიყვანეთ კომპიუტერულ კვლევაზე და გადაწყდა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაყვანა, სადაც დაისვა ტვინის შერყევის დიაგნოზი და გავწერეთ ბინაზე”, – უთხრა ექიმმა მანანა მარიამიძემ  ,,მთავარს.”

მთავარი