“მაიორ მერაბ ბარბაქაძეს მობილურზე დაურეკეს, ის სახლიდან გავიდა და თავში ისროლა” – რა მოხდა თბილისში

"მაიორ მერაბ ბარბაქაძეს მობილურზე დაურეკეს, ის სახლიდან გავიდა და თავში ისროლა" - რა მოხდა თბილისშითბილისში პოლიციის მაიორის თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც თავი მოიკლა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნიდან იყო.

“კახეთის ხმის” ცნობით, მაიორმა მერაბ ბარბაქაძემ თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში, მისივე კუთვნილი იარაღით მოიკლა თავი.

ოჯახის წევრები და ნათესავები გარდაცვალების მიზეზს ვერ ასახელებენ.

ახლობლები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილს პრობლემები არ ჰქონდა და მანამდე ნერვიულობაც არ შეუმჩნევიათ.

მათი ინფორმაციით, სამსახურში წასვლის წინ ბარბაქაძეს მობილურ ტელეფონზე დაურეკეს, შემდეგ ის სახლიდან გავიდა და იარაღი თავში ისროლა. მომხდარ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.

არსებული ინფორმაციით, ბარბაქაძეს ოფიცრის წოდება ჰქონდა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო.

გარდაცვლილი მამაკაცი, სოფელ ბაისუბანშია გადასვენებული.
მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.