მალხაზ ბადუაშვილის ნაცვლად მკვლელმა იმედა ჩიქობავა მოკლა – ჩუმლაყის სროლის ახალი დეტალები

მალხაზ ბადუაშვილის ნაცვლად მკვლელმა იმედა ჩიქობავა მოკლა - ჩუმლაყის სროლის ახალი დეტალებიდღეს დილით ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

გაირკვა, რომ მალხაზ ბადუაშვილს სამეგრელოდან ჩამოსული მუშები თავის ნაკვეთში სამუშაოდ მიჰყავდა, როდესაც მის მერსედესს ერთ-ერთი სახლიდან იარაღიდან ესროლეს.

მანქანში 4 ადამიანი იჯდა. თავდასხმის შემდეგ მანქანამ სვლა განაგრძო და რამდენიმე კილომეტრი გაიარა, რის შემდეგაც დაჭრილმა მგხავრებმა გადმოსვლა მოახერხეს.

როგორც ჩანს, თავდამსხმელებს მალხაზ ბადუაშვილის მოკვლა უნდოდათ. საჭესთან სამეგრელოდან ჩამოსული მუშა იჯდა, რომელიც მალხაზ ბადუაშვილში აერიათ.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი 12 წლის წინანდელი მკვლელობის გამო ანგარიშსწორებაა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის გვარი ფიგურირებდა.

მალხაზ ბადუაშვილი დაჭრილია. დაჭრილია მუხრან მესხიაც,  რომელიც თვალზე მიყენებული დაზიანებების გამო, თბილისში გადმოიყვანეს.

მოკლული იმედა ჩიქობავაა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში სამეგრელოდან იყო სამუშაოდ იყო ჩასული.