მამაკაცი რუსთავიდან ხაშურში თავის მოსაკლავად ჩავიდა

მამაკაცი რუსთავიდან ხაშურში თავის მოსაკლავად ჩავიდარუსთაველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი 28 მარტს სუიციდის მიზნით რუსთავიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩავიდა.

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი მისმა ნათესავებმა იპოვეს.

რა გახდა სუიციდის მიზეზი, უცნობია.

როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.