მცენარე, რომელსაც კორონავირუსის დამარცხება შეუძლია

მცენარე, რომელსაც კორონავირუსის დამარცხება შეუძლიაამერიკელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ მცენარე უჯანგარის (Artemisia annua) ექსტრაქტს (გამონაწვლილს) შეუძლია
ლაბორატორიულ პირობებში კორონავირუსის რეპლიკაციის შეფერხება.

სამეცნიერო კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია bioRxiv-ზე.

უჯანგარი ერთწლიანი მცენარეა, რომელიც ბევრი ქვეყნის ტერიტორიაზე იზრდება.

როგორც ამერიკელმა მკვლევარებმა გაარკვიეს, ამ მცენარის ცხელი წყლიანი ექსტრაქტი მძლავრი ანტივირუსული ეფექტით გამოირჩევა და მნიშვნელოვან ეფექტს ავლენს კორონავირუსის წინააღმდეგაც.

მეცნიერთა განმარტებით – ამ მცენარის ნივთიერებები კორონავირუსის რეპლიკაციას თრგუნავენ მას შემდეგ, რაც ვირუსი უჯრედებში იჭრება.

წარმატებული კვლევების შემთხვევაში, უჯანგარის ფოთლებისაგან მიღებული ფხვნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო იაფ და უსაფრთხო საშუალებად შეიძლება
მოგვევლინოს.

მკურნალი.გე