“ნიკა ბასილაშვილის მიმართ სიძულვილის ენას იყენებენ” – ირმა ჭკადუა ნინო ლომჯარიას მიმართავს

"ნიკა ბასილაშვილის მიმართ სიძულვილის ენას იყენებენ" - ირმა ჭკადუა ნინო ლომჯარიას მიმართავსნიკა ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ომბუდსმენს მოუწოდებს დაინტერესდეს იმ ფეისბუქ პოსტებით, რომლებიც  ბასილაშვილის გამარჯვებას მოჰყვა.

“მე მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმპცია და მის მიმართ სიძულვილის ენა არაერთხელ იქნა გამოყენებული.

ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი ბრალდებულია, არ ნიშნავს, რომ არ აქვს უფლება, მიიღოს ამა თუ იმ პროფესიულ საქმიანობაში მონაწილეობა. ადამიანები,  რომლებიც მისი იმიჯის შელახვას ცდილობენ, მერწმუნეთ, თავად დარჩებიან გაწბილებულები.” – უთხრა მთავარს ირმა ჭკადუამ.