ნიკა ბასილაშვილის საცოლე შარლოტ ჰელენი ქართულს სწავლობს

ნიკა ბასილაშვილის საცოლე შარლოტ ჰელენი ქართულს სწავლობსნიკა ბასილაშვილის გერმანელი საცოლე შარლოტა ჰელენია, რომელიც ასევე ჩოგბურთელია და რამდენიმე თვეა საქართველოში ცხოვრობს.

შარლოტა საქმროს ტურნირებზეც დაჰყვება და ამჟამად დოჰას ტურნირზე იყვნენ ერთად. გოგონა “ინსტაგრამზე” საკმაოდ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს ნიკოლოზთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ამჯერად, მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს სხვადასხვა დოკუმენტი, სადაც ქართულად დაწერილი წინადადებებია. როგორც ჩანს, შარლოტა ქართულს სწავლობს.

ნიკა ბასილაშვილის  ცხოვრება განხილვის საგნად მას შემდეგ მოექცა, რაც სპორტსმენი ყოფილ ცოლთან, ნეკა დოროყაშვილთან სკანდალში გაეხვა. აღნიშნული სკანდალი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მარაო