რუსთავში 17 წლის გოგონამ თანატოლი გოგონა მუცელში დაჭრა

რუსთავში 17 წლის გოგონამ თანატოლი გოგონა მუცელში დაჭრარუსთავში არასრულწოვანმა გოგომ არასრულწლოვანი გოგო დაჭრა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით დაჭრის ფაქტი XX მიკრორაიონში დაფიქსირდა. თანატოლებს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა რაც ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა.

17 წლის გოგონას ჭრილობები თანატოლმა მუცლის არეში მიაყენა. დაშავებული “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, რომ პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი პირველადი დახმარება და ის, ბინაზე უკვე გაწერეს.

მეზობლების ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.