რუსთავში 50 წლის მამაკაცი კორპუსის კედელზე მიყრდნობილი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში 50 წლის მამაკაცი კორპუსის კედელზე მიყრდნობილი გარდაცვლილი იპოვეს18 მარტს რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, კაცი დილის საათებში, დამჯდარ მდგომარეობაში, საცხოვრებელი კორპუსის კედელზე მიყრდნობილი იპოვეს.

მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ჰაერის დაბალი ტემპერატურა სახელდება.

50 წლამდე კაცი უსახლკარო იყო და ქუჩაში ცხოვრობდა.

“გუშინ მთელი დღე აქ დადიოდა ეს კაცი, ფერი არ ჰქონდა სახეზე, ვიფიქრე, ამას რაღაც აწუხებს თქო. დღეს დილას კი თქვეს, მკვდარი ნახესო” – უთხრა ინფო რუსთავს ადგილობრივმა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.