რუსუდან კერვალიშვილი – “ციხეში ჩემი გული დავტოვე”

რუსუდან კერვალიშვილი - "ციხეში ჩემი გული დავტოვე"რუსუდან კერვალიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საპატიმროში 4 წლიანი სასჯელი მოიხადა.

კერვალიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა .

“ჯერჯერობით მე ჩემი გული დავტოვე საპატიმროში, რადგან იცით, რომ ჩემი და მაია რჩეულიშვილი პატიმრობაშია. პირველი ემოციაა, რომ რა თქმა უნდა, თავისუფლების ფასი არაფერი არაა. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით. ყველაზე დიდი შეგრძნებაა თავისუფლება. განცდა ძალიან დიდი მაქვს და ასევე მაქვს ძალიან დიდი სინანული. ის ადამიანები, ვინც ძალიან გვენდნენ წლების განმავლობაში დაზარალდნენ”, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88-ის” ეპიზოდზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წელს მიესაჯა.

მას პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 31 მარტს უმთავრდება და პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, საპყრობილე დღეს დატოვა.

რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, დაზარალებულები საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან.

საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები ამბობენ, რომ სასჯელი კერვალიშვილის მსგავსად მანაც სრულად უნდა მოიხადოს.

შეგახსენებთ, მათ ბრალად მენაშენეთა კუთვნილი თანხების, 11 მილიონი ლარის მითვისება ედებათ. ამ დროისთვის კი “ცენტრპოინტის” დაუსრულებელი შენობების ნაწილის დემონტაჟი განხორციელდა, რამდენიმე ობიექტზე მშენებლობა განახლდა.

პრაიმ ტაიმი