საგარეჯოში 60 წლის მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა და მოკლა

საგარეჯოში 60 წლის მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა და მოკლასაგარეჯოში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მოხდა.

კაცს პირველადი დათვალიერებით დაზიანებები აღენიშნებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოგვიანებით გაირკვა, რომ მას თანასოფლელი ტრაქტორით დაეჯახა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გამოკითხეს ტრაქტორის მძღოლი, რომელიც აღიარებს დანაშაულს.

საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.