საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი ფეხში დაჭრეს

საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი ფეხში დაჭრესსაგარეჯოში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცს დაზიანებები ქვედა კიდურების არეში მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად  საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსა, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია.