სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართებასომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

“შეხვედრა მქონდა „აყვავებული სომხეთის“ ფრაქციის ლიდერ გაგიკ წარუკიანთან. შეხვედრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არსებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

იმ კონსულტაციების გათვალისწინებით, რაც მე მქონდა სომხეთის პრეზიდენტთან, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯთან“, „განათლებული სომხეთის“ ფრაქციის ლიდერთან, ედმონ მარუკიანთან, მიმდინარე წლის 20 ივნისს, რესპუბლიკაში ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“ – აცხადებს ფაშინიანი.