სპორტის სასახლესთან 1 პირი იარაღით დაჭრეს

სპორტის სასახლესთან 1 პირი იარაღით დაჭრესთბილისში, სპორტის სასახლესთან მომხდარი შემთხვევის დროს ერთი პირი დაშავდა. პირს სავარაუდოდ, დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ორი მუხლით: 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.