ძველ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ქალის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
მეზობლების თქმით, ბინიდან ჩხუბის გამო გამოდიოდა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა სახლში შესვლა ვერ შეძლეს, რადგან ქალის შვილებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს, ამის შემდეგ საჭირო გახდა საგანგებო სიტუაცისების მართვის სამსახურის გამოძახება.
გარდაცვლილი ქალის შვილები, რამდენიმე საათია, რაც გამოკითხვაზე იმყოფებიან.
“კურიერის” ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, საკუთარმა შვილმა მოკლა. მეზობლების თქმით, ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მოკლული ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობდა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

