თემქაზე შეცდომით დაკავებული ვანო ახობაძე გაათავისუფლეს

თემქაზე შეცდომით დაკავებული ვანო ახობაძე გაათავისუფლესგუშინ, 8 მარტს, თემქაზე პოლიციის მიერ, შეცდომით დაკავებული 27 წლის ვანო ახობაძე, პოლიციამ გაათავისუფლა.

როგორც დაკავებულის დედა, სულიკო ჯამასპაშვილის “მთავარს” უყვება, დაკავებამდე პოლიციამ მის შვილს სცემა. როგორც ირკვევა, ვანო ახობაძე სამართალდამცველებს სხვა პირში აერიათ და შეცდომით დააკავეს.

“საშინლად უცემიათ ბავშვი, მერე იმ გოგოს ხელი ჰკრეს, ლამის კიბეზე წააქციეს ამ თანამშრომლებმა. მაგათ აერიათ ვიღაც სხვაში, ვინც უნდა დაეკავებინათ, უყვიროდნენ, ბათუმელი ხარო. ვანო უყვიროდა მე არ ვარ ბათუმელი, თავი დამანებეთო. ჩაათრიეს ქვემოთ, ზემოთ სადარბაზოში უცემიათ მანამდე და ისე ჩაიყვანეს.

არავინ არ მეუბნებოდა, რომელმა განყოფილებამ წაიყვანა, ვიყავი თემქის ორივე განყოფილებაში. როცა პოლიციაში დავრეკე და იმ ადგილას გამოვიძახე, მაშინ დამალაპარაკეს ჩემი შვილი და მითხრეს, რომ ვანოს ნახევარ საათში გამოუშვებენო. ამბავი რომ არ ატეხილიყო დღესაც არ გამოუშვებდნენ”, – ამბობს, სულიკო ჯამასპაშვილი.
სამმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა ადგილობრივი 27 წლის ვანო ახობაძე ძალის გამოყენებით, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. სამივე მათგანს იარაღი ჰქონდა.

პოლიციის მიერ შეცდომით დაკავებულ კაცს, ოჯახი რამდენიმე საათი უშედეგოდ ეძებდა. მათ მხოლოდ დღის ბოლო გაიგეს, რომ ახალგაზრდა არა თემქის, არამედ ნუცუბიძის პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი. რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ იგი არ იყო ბათუმში მცხოვრები პირი, ვისაც ეძებდნენ.

მთავარი