საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი, ვაგიფ აქპეროვი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან [ტმი] ერთად თანამდებობიდან იძულებით გადაყენების გამო პროკურატურას მეორედ მიმართავს.
“დღეს, 24 მარტს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი და ტმი კიდევ ერთხელ მიმართავენ განცხადებით საქართველოს პროკურატურას და მოითხოვენ ვაგიფ აქპეროვის დაზარალებულად ცნობასა და მისი თანამდებობიდან იძულებით გადაყენების ფაქტის დაუყოვნებლივ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას”, – ვკითხულობთ ტმი-ს განცხადებაში.
2021 წლის 21 მარტს “მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” გავიდა სიუჟეტი, სადაც შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუს მიხედვით, ვაგიფ აქპეროვის კომპიუტერზე ვირუსული ფაილი ფარულად ჩაიტვირთა აქპეროვის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით.
ტმი-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება პირველად 2016 წლის 27 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველისა და ვაგიფ აქპეროვის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
მთავარი

