ზუგდიდში ყოფილმა პოლიციელმა სიმამრის მანქანას ესროლა

ზუგდიდში ყოფილმა პოლიციელმა სიმამრის მანქანას ესროლაზუგდიდში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სოხუმის ქუჩაზე, პოლიციის შენობის სიახლოვეს სროლა იყო.

ლაივპრესის ცნობით, სავაჭრო ობიექტების მოვაჭრეები ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლა გაიგეს, მაგრამ რა მოხდა, არ იციან.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა პოლიციელმა სიმამრის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.