ზურაბ შავლიაშვილს 11 თვის შვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალი წაუყენეს

ზურაბ შავლიაშვილს 11 თვის შვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალი წაუყენესგურჯაანში, 11 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალი მამას, 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის წარდგენის პროცედურა ცოტა ხნის წინ, ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩატარდა.

ბრალდებულის ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოჯახური ძალადობის გარდა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვისაც ედება ბრალი.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ სურს ამ ამბის დეტალებზე საუბარი. რაც შეეხება ბრალს, პირველად მუხლს რამდენიმე დაემატა. შავლიაშვილი  წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს, – ამბობს ადვოკატი.
გამოძიება ზურაბ შავლიაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 126′, 116- ე 11′, 19, 117- ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ცნობისთვის, გურჯაანში, 8 მარტის ღამით, ოჯახში ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ კონფლიქტს 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა.