ლაგოდეხში რესტორნის მეპატრონის შვილი დაჭრეს

ლაგოდეხში რესტორნის მეპატრონის შვილი დაჭრესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კაბალში მოხდა.

დაჭრილი, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორნის მფლობელის ვაჟია. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, მას რამდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრას წინ სუფრასთან, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბი უძღოდა.

დაჭრილი ახალგაზრდა ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმების განმარტებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს გადაუდებელ ოპერაციას ამ წუთებში უტარებენ.

მომხდარის შესახებ, დაჭრილის ოჯახი მედიასთან საუბარზე უარს აცხადებს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან.

სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირებისა და დაკავებისათვის, ოპერატიულ- საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.