17 წლის მარიამ ბურჭულაძე მამას ძალადობაში ადანაშაულებს – რატომ წავიდა გოგონა სახლიდან

17 წლის მარიამ ბურჭულაძე მამას ძალადობაში ადანაშაულებს - რატომ წავიდა გოგონა სახლიდანოზურგეთიდან დაკარგული 17 წლის მარიამ ბურჭულაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საქმეზე გამოძიების მუხლი შესაძლოა ძალადობით გადაკვალიფიცირდეს.

დღეს, 23 აპრილს, ცნობილი გახდა არასრულწლოვანის ჩვენება, სადაც ბავშვი წერს, რომ მამა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ასევე, იხსენებს, რომ მამამ ტელეფონი დაუმტვრია.

დედა ფაქტს უარყოფს.

– გამორიცხულია, არაფერი ძალადობა ოჯახში არ ყოფილა. ყველაფერი ნორმალურად იყო. მამა-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვს ზედ ყვებოდა, რატომ წავიდა, ვერ გეტყვი. ძალადობა არ ყოფილა არასდროს, გამოვრიცხავ, – ამბობს მარიამ ბურჭულაძის დედა ია სურმანიძე.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთიდან დაკარგულ 17 წლის გოგოს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის თბილისში 21 აპრილს იპოვეს.

პოლიციამ დაკითხა მოსწავლეები და სკოლის მასწავლებლები, რომლებსაც მარიამ ბურჭულაძესთან ჰქონდათ შეხება.

მთავარი