ანა დოლიძე პროკურატურაში დაიბარეს

“მთავარი არხის” ეთერში სკანდალური რეპორტაჟის გასვლიდან ერთ თვეში, მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

საგამოძიებო უწყებაში ის თვალთვალის საქმესთან დაკავშირებით, 12:00 საათზე გამოიკითხება.

21 მარტს, “მთავარი არხის” ეთერში სუს-ის ყოფილ თანამშრომელთან ინტერვიუ გავიდა, რომელიც დღეს უკვე ციხეშია. ივანე გულაშვილი – ადამიანი, რომლის მთავარი ფუნქციაც სუს-ში სხვის ბინებში შეღწევა და იქ ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. მას არ ეუბნებოდნენ, ვისი სახლის კარის გასახსნელად უშვებდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის ამოცნობა მან თვითონ შეძლო – მაგალითად, ინტერვიუში მან აღწერა ანა დოლიძის სახლი: ფოტოებით მიხვდა, ვის სახლშიც იმყოფებოდა.

ანა დოლიძე ადასტურებს, რომ აქ ნამდვილად მის ბინაზეა ლაპარაკი.

მთავარი