ანანურთან ტრაილერი ამობრუნდა – მძღოლი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ანანურის გზაზე – ჟინვალის წყალსაცავთან ტრაილერი ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი