ავარია გორთან – პრიუსი მერსედესის გასწრებას ცდილობდა

ავარია გორთან - პრიუსი მერსედესის გასწრებას ცდილობდათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, შავშვებთან, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით,  ,,ტოიოტა პრიუსის” მძღოლი ,,მერსედესის” მარკის ავტომობილისთვის გადასწრებას ცდილობდა, რაც ავარიით დასრულდა.

22 და 26 წლის მამაკაცები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში, კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კლინიკას დღეს დატოვებენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.