ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებსავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა რუდოლფ ანშობერმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით გადაღლილია.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისის დროს, რესპუბლიკას სჭირდება ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც 100% -ით შესაფერისია. ამჟამად ეს მე არ ვარ. 15 თვის წინ დავიწყე მშვენიერი და მიმზიდველი სამსახური. ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 15 თვე კი არა, 15 წელი გავიდა”, – განაცხადა რუდოლფ ანშობერმა.

მისი თქმით, სისხლის მაღალი წნევისგან გამოწვეული პრობლემების გამო ბოლო დროს ორჯერ დასჭირდა შვებულების აღება.