ბათუმში მეუფე დიმიტრის მამაკაცი დანით თავს დაესხა – მეუფე ძაღლმა გადაარჩინა

ბათუმში მეუფე დიმიტრის მამაკაცი დანით თავს დაესხა - მეუფე ძაღლმა გადაარჩინაბათუმში, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელსაც სავარაუდოდ, მისთვის ცივი იარაღით ფიზიკური დაზიანების მიყენება სურდა.

“მთავარის” ინფორმაციით, მას ამის საშუალება რეზიდენციის ძაღლმა არ მისცა, რომელმაც თავდამსხმელს უკბინა.

სოციალურ ქსელში, ეპარქიის ერთ ერთმა მღვდელმა ფოტოსურათი გამოაქვეყნა წარწერით – “თუ ვინმეს გეცნობათ პირადში მომწერეთ”. ფოტოზე, სავარაუდოდ, თავდამსხმელია გადაღებული.

ფაქტი ლაზეთის ეპარქიაში ტვ პირველს დაუდასტურეს. ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მამა იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, ეპარქიის კარები შეამტვრია.

მათი თქმით, თავდამსხმელი  პოლიციაშია გადაყვანილი. ინცინდენტის დროს მეუფე დიმიტრი რეზიდენციაში იყო.გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის სამიზნე სწორედ ეპარქიის წინამძღვარი იყო.