ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავესბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ორი მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს.

მეზობლების თქმით, აღნიშნულ მისამართზე მამაკაცები ქირით ცხოვრობდნენ.

ადგილზე სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაასრულეს.

ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოდანაშაულს გულისხმობს.

იპნ