“ბავშვი სტრესშია, უცხოებს ემალება და სახეს იფარავს” – თბილისში ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე იძალადა

"ბავშვი სტრესშია, უცხოებს ემალება და სახეს იფარავს" - თბილისში ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე იძალადა3 წლის ბავშვის ცემის ფაქტი თბილისის ბაგა-ბაღში – მოზარდის დედა “ტვ პირველთან” ამბობს, რომ მის შვილს დაზიანებები სახეზე აღენიშნება.

როგორც ირკვევა, მცირეწლოვანს შიოდა და აღმზრდელს საკვები მოსთხოვა, რის გამოც მასწავლებელმა 3 წლის ბავშვს სახეში დაარტყა.

– ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობას, შენჯღრევას და ხელის დარტყმას. ბავშვმა წვნიანი სთხოვა, რადგან თავისით ვერ ახერხებს ჭამას. აღმზრდელს ბავშვი საძინებელში ძალით შეჰყავს. იქიდან გამოსული ბავშვი მასწავლებელს სთხოვს, დაუჯდეს და აჭამოს, რადგან მშიერია. ამის შემდეგ ის ჩემს შვილს ცემს. ბავშვი სტრესშია, უცხოებს ემალება და სახეს იფარავს, – აცხადებს მცირეწლოვანის დედა.
თბილისის 128-ე ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე ფიზიკურად იძალადა. აღმზრდელი  სამსახურიდან გაათავისუფლეს და საქმეზე დაწყებულია ძიება.