ჩეხეთი 18 რუს დიპლომატს აძევებს

ჩეხეთი 18 რუს დიპლომატს აძევებსჩეხეთი 18 რუს დიპლომატს აძევებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბისმა გაავრცელა.

საქმე ეხება ქვეყანაში 2014 წელს მომხდარ აფეთქებას, რომელშიც, ჩეხეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის დაზვერვის სამსახურის მონაწილეობა იკვეთება. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, იან ჰამაჩეკის თქმით, ხსენებულ 18 დიპლომატს, რომლებიც კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ, ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი აქვთ.

ოფიციალურმა მოსკოვმა ჩეხეთის მთავრობის ბრალდებებს აბსურდი უწოდა.

აფეთქება, რომელზეც ჩეხეთის მთავრობა საუბრობს, 2014 წელს, პრაღის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჟილინას მხარეში, ამონიუმის ქარხანაში მოხდა.

აფეთქებას კერძო კომპანიის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა.

რუსთავი 2