დავით სარალიძის საქმეზე დეკანოზ შიო მენაბდის ვაჟი, გიორგი მენაბდე დააკავეს.
ტვ პირველი გიორგი მენაბდის დედას ესაუბრა.
დეკანოზ შიო მენაბდის მეუღლე ინტერესდება, რატომ ჩამოიღეს თაროდან საქმე ახლა, სამი წლის თავზე.
“შოკში ვარ… რატომ მოხდა სამი წლის შემდეგ, ეს მაქვს გასარკვევი”- ამბობს დაკავებულის დედა.
ბრალდებულის ოჯახის წევრები, დეკანოზის მიერ შვილის მფარველობას კატეგორიულად უარყოფენ.
“რას ნიშნავს, მფარველობდა?! სოფელ დიღმის მოძღვარი მფარველობს ვინმეს? ღვთის სამართლის იმედი მაქვს. ადამიანს მფარველობს ღმერთი და არა კონკრეტული სასულიერო პირი. ჩვენ პირველი დღიდან, მას შემდეგ, რაც გამთენიისას აიყვანეს გამოკითხვაზე, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან,” – თქვა დაკავებულის დედამ.
დეკანოზ შიოს მეუღლე ამბობს, რომ მის შვილს ჭრილებები აღენიშნებოდა.
“0,3 მმ-ით აცდა სასიკვდილო ჭრილობა… არაფერს აღიარებს, ყველამ იცის, რომ ამას ხელში არაფერი ეჭირა”- თქვა ბრალდებულის დედამ.
დეკანოზი შიო მენაბდე მისი შვილის დაკავების შესახებ დუმს.
ტვ პირველი

