დედამ 14 წლის სანდროს თვითმკვლელობის შესახებ ფეისბუქში გაიგო

დედამ 14 წლის სანდროს თვითმკვლელობის შესახებ ფეისბუქში გაიგო14 წლის ბიჭმა თავი მოიკლა, მომხდარი ტრაგედიის შესახებ კი დედამ ფეისბუქში გაიგო.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას იმ სკოლის ფეისბუკ-გვერდიც ადასტურებს, სადაც გარდაცვლილი სწავლობდა.

“თავზარდამცემი ამბავი, რომლის დაჯერება ყველას გაუჭირდა; ყველას, ვინც იცნობდა სიცოცხლითა და ხალისით სავსე ბიჭს, რომელმაც დაგვიტოვა დიდი ტკივილი და ამოუცნობი სევდა, სევდა ნაადრევად გაფრენილი სიცოცხლისა.

სანდრო, ვინ იცის, რამდენი ფიქრი და ოცნება გქონდა, რატომ გამოაკლდი შენს თანატოლებს? დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ შენს ოჯახსა და ახლობლებს. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები უძლურია იმ დიდი მწუხარების გამოსახატად, რაც მარადისობაში შენმა გადასვლამ გამოიწვია.

ყოველთვის გვემახსოვრები, სანდრო!” – წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე.

ნიუპოსტი