დედოფალ ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

დედოფალ ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალაედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გი, დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის, ელი­სა­ბედ მე­ო­რის მე­უღ­ლე, პრინ­ცი ფი­ლი­პი 99 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ “გარ­დი­ა­ნი” წერს.

პრინ­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო დროს გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი იყო და ის კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს და სა­სახ­ლეს და­უბ­რუნ­და და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ის თავს კარ­გად გრძნობ­და.

ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად პრინც ფი­ლი­პის ჯან­მრთე­ლო­ბა თან­და­თან უა­რეს­დე­ბო­და, სწო­რედ ამის გამო, 2017 წელს მან  ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ უარს ამ­ბობ­და სა­მე­ფო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ­თან მას 73-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა აკავ­ში­რებ­და და ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარ­ქი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი წევ­რი და სა­მე­ფო ოჯა­ხის სახე იყო. დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ­თან და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე მას სა­ბერ­ძნე­თი­სა და და­ნი­ის პრინ­ცის ტი­ტუ­ლი ჰქონ­და.

ფილიპმა დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ­ზე 1947 წელს იქორ­წი­ნა.

დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ­სა და პრინც ფი­ლიპს 4 შვი­ლი, 8 შვი­ლიშ­ვი­ლი და 10 შვილ­თაშ­ვი­ლი ჰყავთ.

დედოფალ ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

დედოფალი და პრინცი ახალგაზრდობაში