ძმები სოფლის წყაროზე იყვნენ, როდესაც მთვრალმა ბიძაშვილმა ისინი თოფით დახოცა – ტრაგედია რიონში

ძმები სოფლის წყაროზე იყვნენ, როდესაც მთვრალმა ბიძაშვილმა ისინი თოფით დახოცა - ტრაგედია რიონშიწყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულები ძმები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე მათი 29 წლის ბიძაშვილია.

როგორც სოფელში აცხადებენ, 34 და 35 წლის ძმებს ბიძაშვილთან ორი დღის წინ კონფლიქტი ჰქონდათ, დღეს კი მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ძმები სოფლის წყაროზე იყვნენ, როდესაც მათთან ნასვამი ნათესავი მივიდა, რომელმაც ძმები სანადირო თოფით მოკლა.

მომხდარში სავარაუდო დამნაშავე პირი ჯერ პოლიციას დაკავებული არ ჰყავს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი