კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი განცხადება შესასწავლია.
“ძალადობა ზოგადად დასაგმობია, მაგრამ ეს არის შესასწავლი თემა. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა იყო მართლა. ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი. მაგრამ ეს იყო ძალადობა თუ არა და ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
ამასთან ელისო ბოლქვაძე გამოეხმაურა რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებებსაც, რომელიც ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს, რომ მასზე მსახიობი ბესო ზანგური ძალადობდა, არ იზიარებს.
“ის არ თვლის, რომ ზანგური მოძალადეა და ამიტომაც უჭერს მხარს თავის მსახიობს. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის, ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო? ეს გასარკვევია და ამისთვის საქმე უნდა იყოს აღძრული. ბატონი რობერტის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალადობას მხარს ვერ დავუჭერ, რა თქმა უნდა, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
ნეტგაზეტი

