“ერთი გოგო ყელში დაუჭრია, მეორე უცემია” – ლესბოსურ წყვილს სახლის მეპატრონე თავს დაესხა

"ერთი გოგო ყელში დაუჭრია, მეორე უცემია" - ლესბოსურ წყვილს სახლის მეპატრონე თავს დაესხალესბოსელ წყვილზე მორიგი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი ავრცელებს.

სუბელიანი წერს, რომ შემთხვევა 23 აპრილს ღამით მოხდა და თავდასხმის შედეგად ერთი ქალი მძიმედ არის ნაცემი, მეორე კი ყელის არეშია დაჭრილი:

“კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხა თავს უკვე სახლის მეპატრონე. ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია.

გაგიჟებული ვარ ხალხო, რამე გავაკეთოთ! ადვოკატიც კი ვერ იშოვეს ღამე, ან საშვი არ აქვთ, ან ძინავთ. რა გახდა ერთი ღამის მორიგე ადვოკატის გამოყოფა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის? პოლიციაში როგორ უგულოდ ექცევიან მსხვერპლებს, ეგეც ვიცით და კიდევ ერთხელ ვნახეთ და არიან სრულიად უპატრონოდ მიტოვებულები
აღარ შემიძლია მართლა, ქალებს გამოუცხადეს თან განსაკუთრებული ომი და ზუსტადაც, სახლში უვარდებიან. წინა დღეს რომ გირაოთი გამოუშვეს ლესბოსელ წყვილზე თავდასხმელი, მაგიტომ მოხდა ეს ამბავი და ამაზე გავიგე, მხოლოდ შემაკავებელით უპირებენ გაშვებასო და ასე თუ გააგრძელა შსს-მ, ხვალ კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი გვეყოლება”, –  წერს სუბელიანი.