გაბრაზდა და პატრულის მანქანას მინა ჩაუმსხვრია – რუსთავში 2 მამაკაცი დააკავეს

გაბრაზდა და პატრულის მანქანას მინა ჩაუმსხვრია - რუსთავში 2 მამაკაცი დააკავესრუსთავში, სააკაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცები დააკავეს.

“ინფო რუსთავთან” თვითმხილველი აცხადებს, რომ მსუბუქი ავტომობილი კოსტავას გამზირზე გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა. საპატრულო პოლიციის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ ავტომობილი გაეჩერებინათ, თუმცა, ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გზა სააკაძის ქუჩისკენ გააგრძელა.

საბოლოოდ, პატრულმა მოახერხა ავტომობილის შეჩერება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილში მსხდომ ახალგაზრდა მამაკაცებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. სამართალდამცავებმა 2 პირის დაკავება გადაწყვიტეს და ერთერთი ჩასვეს პატრულის ეკიპაჟში, თუმცა მან დაკავებისას ავტომობილის საქარე მინა ჩაამტვრია. ადგილზე დამატებით კიდევ რამდენიმე ეკიპაჟი გამოიძახეს და მამაკაცები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ფაქტს რამდენიმე ათეული რუსთაველი შეესწრო.

ინფორუსთავი