გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დირსის კორპუსთან ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, პოლიციაა მობილიზებული.

“ტვ პირველის” კორესპონდენტის ცნობით, “დირსის” მრავალსართულიან შენობასთან ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიცია ახლა არკვევს, ქალი გადმოხტა, თუ გადმოაგდეს.