გერმანიაში კლინიკას თავს დაესხნენ – დაიღუპა 4, დაშავდა 1 ადამიანი

გერმანიაში კლინიკას თავს დაესხნენ - დაიღუპა 4, დაშავდა 1 ადამიანიგერმანიის ქალაქ პოტსდამში, „კლინიკა ობერლინში“ თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი და დაშავდა ერთი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა 51 წლის ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს, რომელიც აღნიშნულ საავადმყოფოში მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებული კლინიკის პაციენტები არიან.

თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

იპნ