“გიორგი რურუამ ავტომატის ჯერი ჩემს ძმებს ჩემ თვალწინ გადაატარა” – რას ითხოვს თამარ თორაძე

"გიორგი რურუამ ავტომატის ჯერი ჩემს ძმებს ჩემ თვალწინ გადაატარა" - რას ითხოვს თამარ თორაძესა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა აშშ-ის მოქალაქე თა­მარ თო­რა­ძე და მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

მას 90-იან წლე­ბში მთე­ლი ოჯა­ხი ერთ დღეს ამო­უ­ხო­ცეს. თა­მარ თო­რა­ძე სა­კუ­თა­რი ძმე­ბის, იმე­დო და კახა თო­რა­ძე­ე­ბის,  და­ცხრილ­ვა­ში ბრალს გი­ორ­გი რუ­რუ­ას სდებს და იხ­სე­ნებს, რო­გორ ჩა­ხე­და თვა­ლებ­ში და იცნო რუ­რუა, რო­მელ­მაც ავ­ტო­მა­ტის ჯერი მის თვალ­წინ გა­და­ა­ტა­რა მის ძმებს.

– როცა პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და თქვა, რომ უნდა შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა ჟო­რი­კა რუ­რუა, ვერ და­ვი­ჯე­რე. რა­ღაც შეც­დო­მა მე­გო­ნა. ახ­ლაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! მკვლე­ლი გა­მო­უშ­ვეს გა­რეთ, რო­მელ­მაც ოჯა­ხი და­მი­ხო­ცა თვალ­წინ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უნდა გა­დად­გეს.

– საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში თა­ნად­გო­მა გა­მო­გი­ცხა­დათ გფბ-მ. სი­ახ­ლე­ე­ბი ხომ არ არის?

– გფბ შუ­ა­მა­ვა­ლია. ის იცავს ჩემს ინ­ტე­რე­სებს, რათა გა­მო­ძი­ე­ბამ ისე ჩა­ი­ა­როს, რომ მე თმის ღერი არ ჩა­მომ­ვარ­დეს. მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­იძ­რას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი.

– რო­გორ აპი­რებთ ბრძო­ლას?

– ჯერ ვე­ლო­დე­ბი რას იზამს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. შემ­დეგ ვა­პი­რებ ამე­რი­კის სა­სა­მარ­თლო­ში ბრძო­ლას “ზა­რა­ლას­თან” (გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი, “სილქ როუდ ჯგუ­ფის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი) და ეს პრო­ცეს­შია. მივ­მარ­თავ პრო­კუ­რა­ტუ­რას, გა­მო­ფხიზ­ლდნენ! მეს­მის, რომ “ზა­რა­ლას” ძმა­კა­ცე­ბი არი­ან იქ, მაგ­რამ უკვე ამო­ვი­და ყელ­ში ყვე­ლა­ფე­რი. მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, საქ­მე გა­მო­ი­ძი­ონ. ასე­ვე, მივ­მარ­თავ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­უფრ­თხილ­დნენ თავს, ქა­ლაქ­ში მკვლე­ლი და­დის!

ამბები