სისხლიანი დაპირისპირება გლდანის ბაზარში – “პირველების” ინფორმაციით, საქმის გარჩევა საბითუმო ქსელის ერთ-ერთ მფლობელსა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ დილის 9 საათზე ახალგაზრდა კაცმა საკუთარი სიძე, დის ქმარი, დაჭრა. სროლა საბითუმო მაღაზიის საწყობში მოხდა.
შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.
არსებობს ვერსია, რომ ბიზნესმენთან საქმის გარჩევა ფულის გამო მოხდა.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი – მას ორი ჭრილობა აღენიშნება, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
ტვ პირველი

