გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა, 15 კილო აქვს დაკლებული

გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა, 15 კილო აქვს დაკლებულისექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაია ისევ საავადმყოფოში რჩება. მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა. როგორც წულაიას ადვოკატი აცხადებს, პოლიტიკოსს 15 კილომდე აქვს დაკლებული:

“გუშინ ვიყავი მასთან, მსუბუქ კვებაზე გადავიდა. ძალიან სუსტად გრძნობს თავს შიმშილობის გამო, ჩივილები აქვს და სასწრაფოდ სჭირდება რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება”, – თქვა ვალერი გელბახიანმა.

მისივე განცხადებით, წულაიას წამლებს ორშაბათს მიაწვდიან.