გომბორზე ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა – 2 მამაკაცი დაიღუპა

გომბორზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც “ტვ პირველს” თვითმხილველები უყვებიან, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი, გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.