გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ოჯახის წევრები  მეორე დღეა ეძებდნენ.

მამაკაცის ავტომობილი გზიდან 100 მეტრში იყო გადავარდნილი.

მაშველმა-მეხანძრეებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი უკვე ამოიყვანეს.

იგი 40 წლამდეა და სოფელ ანასეულის მკვიდრია.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.