გორში შუახნის მამაკაცი მოკლეს

გორში შუახნის მამაკაცი მოკლესგორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცს ცეცხლნასროლი დაზიანება სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს.

სოფელში ყვებიან, რომ ეჭვმიტანილი 75 წლის მამაკაცია. მკვლელობის ბრალდებით უკვე ნასამართლევი. ის ციხიდან ახლახანს გამოვიდა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შესაძლოა, მომხდარი ფაქტი სოფელში მცხოვრებ ორ ოჯახს შორის წლების წინ არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, როდესაც ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენლის მკვლელობა მოხდა.