“იმ დღეს, როცა ნანა ამქვეყნიდან წავიდა, მისი სუნთქვა და ჩემი გულისცემა მესმოდა…” – თაკო ჩარკვიანი

"იმ დღეს, როცა ნანა ამქვეყნიდან წავიდა, მისი სუნთქვა და ჩემი გულისცემა მესმოდა..." - თაკო ჩარკვიანითაკო ჩარკვიანმა ფეისბუქში დაწერა:

“ეს ჩემი მეგობარია, ნანა გერასიმოვა.

იმ ღამეს, როცა წავიდა ამ ქვეყნიდან, გადაუღებლად წვიმდა, თქეში იყო -თავსხმა. პალატის სიჩუმე, ნანას სუნთქვა და ჩემივე გულისცემა მესმოდა… დაკრძალვის დღეს ადრე გამოვედი სახლიდან, ფეხით წამოვედი ნანას სახლისკენ, ასე მეგონა, რომ ყველა, ვინც მხვდებოდა, უცხო ადამიანმაც – ყველამ იცოდა, რომ იმ დღეს მეგობარს ვემშვიდობებოდი.

მეეზოვე შემხვდა, მეგონა, იმანაც იცოდა, გაზეთების- ჯიხურის გამყიდველმაც , ყველამ, ყველამ – მთელმა ქალაქმა, ქუჩამ, უბანმა, რადგან ნანას წასვლა ამ ქვეყნიდან მართლა ყველას უნდა გაეგო.

ნანა გერასიმოვა, ლამაზი, ერთი და განუმეორებელი ნანა, ყველაფრით და ყველასგან გამორჩეული.

ამ დღეს ყოველთვის სველი წიწვების, იასამნის და კვიპაროსის სურნელს ვგრძნობ, სადაც არ უნდა ვიყო, სასიამოვნო სურნელი, რომელსაც შიშის, მორჩილების, შეგუების და რიდის, მოკრძალების და სინანულის და კიდევ სიცარიელის შეგრძნება დაჰყვება……..

ეს მხატვარი მთელ ქვეყანას აფერადებდა აკვარელით, სიცარიელესაც ფერით ავსებდა…”